ეს მე არ მაინტერესებს, თქვენ? - მელანია ტრამპი წარწერიანი ქურთუკის გამო მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:46 | 22.06.2018
ნანახია: 815

აშშ-ის პირველი ლედი ტეხასში გაემგზავრა, სადაც მან მშობლებს დაშორებული ბავშვი მიგრანტების ცენტრი მოინახულა. გამოქვეყნებულ ფოტოებში და ვიდეოებში მელანია ტრამპს თვითმფრინავში ასვლისას აცვია მწვანე ქურთუკში, რომელსაც ზურგზე აქვს წარწერა „ეს მე არ მაინტერესებს. თქვენ?"  ქურთუკი იყიდება მაღაზიათა ქსელ „ზარაში“ 39 დოლარად. ტეხასში პრეზიდენტის მეუღლეს ეცვა რძისფერი სამოსი, თუმცა ტეხასიდან დაბრუნებისას მზიანი ამინდის მიუხედავად , პირველი ლედი კვლავ "ზარას" წარწერიანი ქურთუკით დაბრუნდა. 

ზოგიერთი მედია ვარაუდობს, რომ პირველ ლედის არ აინტერესებს მიგრანტები. მელანია ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქურთუკში „არ არის დამალული აზრი. ეს მხოლოდ ქურთუკია“. კომაპანია „ზარა“ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"წარწერა  „მე ეს არ მაინტერესებს. თქვენ? „ზურგზე მიმართულია ფეიკური მედიისკენ. მელანიამ უკვე გაიგო თუ რამდენად არასინდისიერები არიანი ისინი და მას ეს უკვე ნამდვილად აღარ აღელვებს,“ - წერს დონალდ ტრამპი თავის Twitter- ზე.

პრეზიდენტის მეუღლე ადრეც გააკრიტიკეს, როდესაც ის ქარიშხლით დაზარალებულების მოსანახულებლად ქუსლიანი ფეხსაცმელით ჩავიდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე