საბერძნეთის ფინანსური კრიზისი დასრულდა - ევროკავშირი

საქართველო, თბილისი - 10:39 | 22.06.2018
ნანახია: 745

ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა 2010 წელს ამოქმედებული საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამიდან გამოსვლის პირობები შეათანხმეს. ბრიუსელში საბერძნეთის სავალო კრიზისის გარშემო შექმნილი რვაწლიანი ეპოპეის წარმატებული დასრულების შესახებ განაცხადეს. ხანგრძლივი კრიზისი, ევროზონის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

საბრძნეთისთვის ფინანსური მხარდაჭერა ყველაზე ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. სულ რვა წლის განმავლობაში ათენმა დახმარების სამი პროგრამის ფარგლებში 240 მლრდ-ზე მეტი ევრო მიიღო დაბალი განაკვეთით. ამის შესახებ ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მარიო სანტენომ განაცხადა.

შიდა ფინანსური დახმარების ერთ-ერთი ამოცანა იყო საბერძენთს შეძლებოდა თავისი საჭიროებისთვის სრულფასოვანი დამოუკიდებელი დაფინანსება, მსოფლიო სავალუტო ფონდის კრედიტებისა და ევროზონის სტაბილიზაციის ფონდების გარეშე.  პირველმა ორმა პროგრამამ ამ მიზნის საბოლოო მიღწევა ვერ შეძლო და დახმარების ახალი პაკეტების დამატება გახდა საჭირო.  

სენტენოს თქმით, დღეს საბერძნეთმა შიდა ფინანსური დახმარების პროგრამის ყველა პირობა უკვე შეასრულა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე