თუ დადგინდა სახელმწიფოს მონაწილეობა მუხთარლის საქმეში ეს გახდება ყველაზე მნიშნელოვანი საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:10 | 21.06.2018
ნანახია: 970

„თუ დადგინდა სახელმწიფოს მონაწილეობა მუხთარლის საქმეში ეს გახდება ყველაზე მნიშნელოვანი საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

ეს განცხადება ენმ-ს წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითიც ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე რომ ევროსაბჭოს მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქრთველოს სახელმწიფოსთან კითხვები გააჩნია. სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ კითხვები საზოგადოებასაც აქვს და ოპოზიციასაც და ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა, მიაჩნია, რომ თუკი ოფიციალურად დადგინდება და ევროსაბჭო მიღებს და გამოკვეთს სახელმწიფოს ბრალეულობას ამ საქმეში, „ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე