სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

საქართველო, თბილისი - 15:48 | 21.06.2018
ნანახია: 833

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

მისი თქმით, მთავარი მიზანი კოორდინაცია და ხელშეწყობაა.

„ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარია არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას, კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტი სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“, – წერს სერგი გვარჯალაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე