დის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 21.06.2018
ნანახია: 755

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

ცნობისთვის, ზუგდიდში, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმის კამათის მიზეზი ქალის ვალები გახდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა აღებული.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე