შვედეთში საცირკო წარმოდგენებში სპილოებისა და ზღვის ლომების მონაწილეობა აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 21.06.2018
ნანახია: 698

შვედეთის ხელისუფლებამ საცირკო წარმოდგენებში სპილოებისა და ზღვის ლომების მონაწილეობა აკრძალა. შესაბამისი ნორმატიული აქტი ძალაში 2019 წლის 1 იანვარს შევა.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის სვენ ერიკ ბუხტის თქმით, ადგილობრივმა ცირკებმა საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყეს ეტაპობრივად ნომრების პროგრამებში სპილოებისა და ზღვის ლომების მონაწილეობაზე უარის თქმა. მისივე თქმით, აკრძალვა ძირითადად უცხოურ ცირკებზე გავრცელდება, რომლებიც წარმოდგენებს შვედეთში მართავენ.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ხელისუფლების გადწყვეტილება დადებითად შეაფასეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე