ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 21.06.2018
ნანახია: 626

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინესოტას შტატში თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 „მინდა რაღაც გითხრათ. ჩვენ  გვსურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება... მაგრამ რუსეთი უკან იყურება და ამბობს:  „ უკეთესი იქნებოდა, კლინტონს გაემარჯვა...“ - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ მოსკოვს საქმის დაჭერა ჰილარი კლინტონთან ერჩია.

ასევე მან კომენატრი გააკეთა გამოძიებაზე, რომელსაც აშშ არჩევნებში მოსკოვის ჩარევის საქმეზე აწარმოებს. „რაც შემეხება მე. არაფერი. არანაირი შეთქმულება. არაფერი“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე