თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 21.06.2018
ნანახია: 675

დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფი“ მოვლა-პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღიურად რეჟიმში ასუფთავებს, ხოლო მორეცხვის სამუშაოებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებიდან გამომდინარე აწარმოებს.

„თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან მხოლოდ 22 მათგანის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, რაც შეეხება დანარჩენს - გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული და მათი მოვლა მესაკუთრეების, მოიჯარეების ვალდებულებაა. ამის მიუხედავად, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ 23 მიწისქვეშა გადასასვლელშიც პერმანენტულად ახორციელებს მორეცხვის და დასუფთავების სამუშაოებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე