თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით ენმ-სთვის თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 17:12 | 20.06.2018
ნანახია: 858

თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მას მისი თანხა არასდროს გადაურიცხავს "ნაციონალური მოძრაობისთვის".

„ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აიკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები. ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!“, - განაცხადა ბახტაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე