ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:42 | 20.06.2018
ნანახია: 803

ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან თეა წულუკიანის კრიტიკას ეხებოდა.

„რომ ვაკვირდები, რა სახეს იღებს პერსონალური შეტევა, მგონია,  ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები. არ მიყვარს ასეთი ხაზგასმა, მაგრამ ბოლო პერიოდში ასეთი განცდა გამიჩნდა.  ეს ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე