ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია

საქართველო, თბილისი - 14:34 | 02.12.2015
ნანახია: 1413

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქამდე სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ბინალი ილდირიმის თურქეთის ტრანსპორტის მინისტრად დანიშვნის შესახებ და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთში ძალიან გააქტიურდება სამუშაოები ამ მიმართულებით და საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს“ - განაცხადა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე