2019-2020 წლებში პენსიის გაზრდა 20-20 ლარით იგეგმება

საქართველო, თბილისი - 14:44 | 20.06.2018
ნანახია: 6516

მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის ზრდას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. "გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“, - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე