ბრიტანეთის პრემიერზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთა სურდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 20.06.2018
ნანახია: 719

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის მცდელობაში დადანაშაულებულმა ნააიმურ რაჰმანმა აღიარა, რომ  ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთა სურდა.

20 წლის რაჰმანის სასამართლო პროცესი ლონდონის სასამართლოში დაიწყო. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი გეგმების შესახებ  დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ინფორმატორს აცნობა.

რაჰმანი დაუნინგ სტრიტის კარის აფეთქებას და პოლიციელების წიწაკის გაზით გაუვნებელყოფას აპირებდა.

პროცესზე ნაფიც მსაჯულებს აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც რაჰმანი ინფორმატორს ესაუბრება. ჩანაწერში დამნაშავე ამბობს, რომ ტერეზა მეისთვის თავის მოკევთა სურდა.

პროკურორ მარკ ჰეივუდის თქმით, დამნაშავე დაუნინგ სტრიტზე აფეთქებას და ტერეზა მეიზე  დანით თავდასხმას აპირებდა. რაჰმანი 2017 წლის ბოლოს დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე