ბახტაძე არც ერთი მიმართულებით არანაირ გამოცდილებასა და ხედვას არ ფლობს - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 20.06.2018
ნანახია: 897

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოვუსმინეთ, რომელიც არც ერთი მიმართულებით არანაირ გამოცდილებას და არანაირ ხედვას არ ფლობს, რაც ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა. ეს შეეხება როგორც ეკონომიკას, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს. ეს იქნება უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, უშიშროება და ა.შ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წარმოდგენილი კანდიდატურები ცვლილებების თაობაზე საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ეს იუსტიციის მინისტრსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეხება.

სალომე სამადაშვილმა აქვე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. 

„რაც შეეხება მცირე მთავრობას, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას მხარს ყოველთვის ვუჭერთ, მაგრამ ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია, ქვეყანაში მნიშვნელოვან სახელმწიფო მიმართულებებს დააზიანებს, როგორიცაა განათლება და კულტურა. მხარს ვერც ამ ცვლილებებს ვერ დავუჭერთ“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე