კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 20.06.2018
ნანახია: 655

კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. შესაბამის კანონპროექტს 52-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, 29-მ წინააღმდეგ, ორმა კი თავი შეიკავა.

სენატორ  ტონი დინის თქმით, მარიხუანის მოხმარებაზე 90-წლიანი აკრძალვის მოხსნა კანადისთვის ისტორიული დღეა. ხმის მიცემის შედეგზე კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომაც გააკეთა.

 „ჩვენი შვილები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შოულობდნენ მარიხუანას - დამნაშავეები ამით მოგებას იღებდნენ. დღეს შევცალეთ მოცემულობა. მარიხუანის ლეგელიზაციისა და ბრუნვის რეგულირების გეგმა სენატმა დაამტკიცა“,  - აღნიშნა ტრიუდომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე