ლიეტუვას პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან თავდასხმას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 20.06.2018
ნანახია: 709

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკატე რუსეთის მხრიდან სამხედრო შეჭრის შემთხვევაში თავდაცვის მზადყოფნას გამოთქვამს. მან ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, თვს ვერავინ დაგვესხმება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ: ფსიქიკურად, პოლიტიკურად, ტექნოლოგიურად, გულით და სულით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ლიეტუველები მზად არიან თავი ნებისმიერი მოწინააღმდისგან დაიცვან.

ამის გარდა, გრიბაუსკატე მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სწორად ვერ აფასებენ და მის მიმართ ზედმეტად ლოიალურნი არიან.

 „როდესაც მათ ესხმიან  თავს, ხედავენ, რომ რუსეთი მათ ინტერესებში ერევა, ჯაშუშობს და მანიპულირებს მათი არჩევნებით, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ“, - დასძინა პრეზიდენტმა.

გრიბაუსკატე მანამდეც არერთგზის საუბრობდა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე