აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 20.06.2018
ნანახია: 681

 

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ტოვებს.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის თქმით, მისი ქვეყანა ამ ნაბიჯზე იმის გამო წავიდა, რომ „ვაშინგტონის ერთგულება ადამიანის უფლებების დაცვისადმი არ აძლევთ უფლებას იყვნენ თვალთმაქცი ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებებს დასცინის“

 „ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს რეფორმების მხარდაჭერას. თუ რეფორმა ჩატარდება, მოხარულები ვიქნებით კლვავ გავერთიანდეთ ამ საბჭოში“, - აღნიშნა მან.

ჰეილის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე