ანჯელინა ჯოლი ერაყში ჩავიდა და ნანახმა შოკში ჩააგდო (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 17:47 | 19.06.2018
ნანახია: 1617

ვიდრე ბრედ პიტი შვილებს უვლის, ანჯელინა ჯოლი თავის სახელმწიფოებრივ ვალს იხდის და  გაეროს კეთილი ელჩის მისიით ლტოლვილებს ხვდება.

ამ დღეებში ის ერაყში ჩავიდა და დანგრეული ქალაქ მოსულის მოსახლეობას შეხვდა. მსახიობმა ლტოლვილებთან ერთად ქალაქის ქუჩებში გაისეირნა და აღნიშნა, რომ ასეთი საშინელება არასდროს უნახავს.

 „ლტოლვილთა ოჯახებს მინიმალური პირობებიც კი არ აქვთ, არ შეუძლიათ მკურნალობის ხარჯების დაფარვა. ქალები და პატარა გოგონები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. უამრავ ბავშვს არ აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა. იმისთვის, რომ კონფლიქტს გაექცნენ, ადამიანები საკუთარ სახლებს ტოვებენ. მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება“, - აღნიშნა ჯოლიმ.

ანჯელინა ლტოლვილებს პირველად არ ხვდება. იანვარში ის ქალიშვილებთან ერთად იორდანიას ჰუმანიტარული მისიით ესტუმრა და სირიელი ბავშვები მოინახულა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გამოიყენოს შესაძლებლობების მაქსიმუმი და სასტიკ ომს ბოლო მოუღოს.

 

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე