სააპელაციო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 17:06 | 19.06.2018
ნანახია: 978

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო. 

სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

სხდომას არ დასწრებია მსჯავრდებული, მან დღეს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ "ფარსში" მონაწილეობას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე