თურქეთი 21 ივნისს ორ ავია-გამანადგურებელ F-35-ს მიიღებს -ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 16:31 | 19.06.2018
ნანახია: 747

თურქეთს ორი ამერიკულ ავია-გამანადგურებელი F-35 გადაეცემა, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის კონგრესი ამისთვის ხელის შეშლას ცდილობ.  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 „ორი ავიაგამანადგურებელი 21 ივნისს გადმოგვეცემა“, - აღნიშნა მან თურქულ ტელეარხ NTV-თან ინტერვიუში.  მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში F-35-ის გადაცემის დაბლოკვის მცდელობა იყო.

თურქული  მედის ცნობით, თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანიამ Lockheed Martin Corporation-მა დაადასტურა თურქული მხარისთვის F-35-ის გადაცემა. მედიის ინფორმაციით, ორი თვითმფრინავის გადაცემის ცერემონია 21 ივნისს ამერიკის ქალაქ ფორტ-უერტში  გაიმართება.

როგორც ცნობილია, თურქეთს ამერიკისგან F-35-ის ახალი თაობის 100 ავია-გამანადგურებლის მიღება სურს.

შეგახსენებთ, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი 2019 წლის პენტაგონის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც თუქრეთისთვის F-35-ის ახალი თაობის გამანდგურებლების გადაცემას ბლოკავს. კონგრესის აკრძალვა ანკარის გეგმებს უკავშირდება, რაც რუსული ანტისარაკეტო სისტემების С-400-ის შეძენას გულისხმობს.

„თურქეთის მთავრობის მიერ რუსეთისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების С-400-ის პოტენციურმა შეძენამ გამოიწვია დაძაბული ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო პენტაგონის 2019 წლის  ბიუჯეტი 716 მლრდ დოლარის მოცულობით, რომელიც მიმართულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე