დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:07 | 19.06.2018
ნანახია: 830

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებიან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა.

სოლოდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც მონაწილეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გამოძიონ მოკლული ახალგაზრდების საქმეები და დაისაჯონ დამნაშავეები.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის შეცვლა მათ ვერ გააჩერებს და მიმართავს ივანიშვილს, დაკმაყოფილდე მისი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას თბილისში აპირებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე