საფრანგეთის ღირშესანიშნაობები თანამშრომელთა გაფიცვის გამო დაიხურა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 19.06.2018
ნანახია: 1034

საფრანგეთის ღირშესანიშნაობათა ნაწილი თანამშრომლების გაფიცვის გამო დამთვალიერებლებისთვის დახურულია. მათ შორის დორსეს მუზეუმი და ვერსალის სასახლის კომპლექსი.
სამშაბათს გაფიცვა რამდენიმე პროფკავშირის მოწოდებით იმართება. კომუნიკეს თანახმად, ასევე დახურულია ვენსენის სასახლე, ტრიუმფალური თაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, პანთეონი. ნაწილობრივ დაიკეტა პარიზის პიკასოს მუზეუმიც.

გაფიცვის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს რეფორმების პროექტი, რომელიც გულისხმობს 1500 თანამშრომლის გადაყვანას უწყებიდან მუზეუმების სხვადასხვა დაწესებულებაში.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე