აშშ-მა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა აკრძალა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 19.06.2018
ნანახია: 675

აშშ-ის სენატმა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა აკრძალა. ამის შესახებ ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამტკიცებულ 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონშია ნათქვამი.

აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის მიერ რუსული C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის განზრახვა და რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მცდელობები დასახელდა.

ამერიკელი კანონმდებლების აზრით, თურქეთის გეგმები ნატო-ს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე უარს არ იტყვის.

თურქეთი მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების შემუშავების პროექტში რვა ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. ამ მიზნებისთვის ანკარას 11 მლრდ დოლარი უნდა დაეხარჯა. აქედან უკვე ჩადებულია 800 მლნ დოლარი. დაგეგმილი იყო, რომ ვაშინგტონს თურქული მხარისთვის 100 ავიაგამანადგურებელი უნდა გადაეცა. მიწოდება უკვე მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე