უკრაინის რადაში აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 19.06.2018
ნანახია: 700

უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მეშახტეები, ასევე ჩერნობილისა და ავღანეთის ომის ვეტერანები მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები მგზავრობის შეღავათების მონეტიზაციისგაუქმებას, უნარშეზღუდული ვეტერანებისთვის კომპენსაციის გაზრდას და ქვანახშირის ინდუსტრიის განვითარებისთვის 6 მილიარდის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან რადას პირველი ვიცე-სპიკერი, ირინა გერაშჩენკო და დეპუტატები გავიდნენ.

გერაშჩენკომ აქციის მონაწილეებს შესთავაზა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან მოლაპარაკებებს გამართავს. მომიტინგეებმა შეთავაზება მიიღეს. მედიის ცნობით, სამთვარობო კვარტალში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თუმცა ამ მომენტისთვის კონტროლს ექვემდებარება, შეტაკებები შეწყდა და  სიმშვიდეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე