ზვიად დევდარიანის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საქართველო, თბილისი - 13:48 | 19.06.2018
ნანახია: 842

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი, რომელიც 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვაში ედავება, წარმოებაში არ მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ცხელ ხაზზე მოპასუხეებმა გადაამოწმეს, სადაც მათ დაუდასტურეს, რომ სარჩელი ნამდვილად არ არის მიღებული.

ცნობისთვის, ზვიად დევდარიანი 11 ქალსა და "ტაბულას" პატივისა და ღირსების შელახვას ედავება.

მათ შორის არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სარჩელზე უარის თქმის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.

შეგახსენებთ, CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე