"სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან" - ზაზა სარალიძე ფილმს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:28 | 19.06.2018
ნანახია: 1329

„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოამზადა.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე განმარტავს, ფილმში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებას ჭეშმარიტების დანახვაში დაეხმარება.

„ეს ფილმი ჩემთვის მთავარი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს ჭეშმარიტება და ის, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. იმედია, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ამდენს ტყუილად არ ვყვირი და ტყუილად არ ვჩხუბობ“, - აცხადებს სარალიძე.  

როგორც ის განმარტავს, მკვლელობაში მონაწილე პირები ფილმშიც ნათლად გამოიკვეთნენ.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკვლელობაში მონაწილეები პირდაპირ არის დასახელებული, ის ორი ადამიანი და ასევე, მესამე პირიც, ჩემი შვილის მეგობარი, რომელმაც დანა დაარტყა.

თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო გმოძიებას სწორად წაიყვანს, ჭეშმარიტებას მაიღწევს, მაგრამ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერანაირ ნაბიჯს ვხედავ. ამ ფილმის გაშვების შემდეგ, იმედია, გონს მოვლენ და სწორად წაიყვანენ ყველაფერს“, - დასძენს სარალიძე.

ცნობისთვის, პირვველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არასულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე