პროკურორებმა მსხვერპლი სექსუალური ძალადობისთვის ზედმეტად ასაკოვნად მიიჩნიეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 19.06.2018
ნანახია: 1270

იტალიაში პროკურორებმა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდების საქმე შეყწვიტეს, რადგან რაიმე სახის ძალადობისთვის მსხვერპლი ზედმეტად ასაკოვნად მიიჩნიეს.

74 წლის კარლო ტავეჩიო ელიზაბეტ კორტანის მიმართ სექსუალურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი. ინციდენტი 2015 წელს მამაკაცის ოფისში მოხდა, თუმცა ქალმა მას მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში უჩივლა. ინციდენტის დროს ქალი 50 წლის იყო.

კორტნის თქმით, მეორე შეხვედრაზე ტავეჩიოსთან ის ფარული კამერით მივიდა. ქალს აქვს ჩანაწერი. მისი მტკიცებით, ტავეჩიო მის კოცნას ცდილობდა, იმის მიუხედავად, რომ ქალი წინააღმდეგობას უწევდა. ტავეჩიო ბრალდებას უარყოფს.

რომში პროკურორებმა განაცხადეს, რომ ტავეჩიოს წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავენ, რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში სასამართლოში საჩივარი ძალიან გვიან შევიდა და მეორეც, კორტანი საკმაოდ ასაკოვანი იყო და ტავეჩიოს შესანიშნავად იცნობდა.

 ტავეჩიო ძალიან გავლენიანი პირი იყო იტალიურ ფეხბურთში. მან ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტი 2017 წელს დატოვა. მამაკაცი ცნობილია თავისი რასისტული გამონათქვამებით. რამდენიმე ხნის წინ მან განაცხადა, რომ ებრაელებისა და ჰომოსექსულებისგან თავი შორს უჭირავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე