აშშ-ში კიდევ ერთი რეპერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 19.06.2018
ნანახია: 1045

ამერიკის ქალაქ პიტსბურგში რეპერი ტრეივონ სმარტი, იგივე Jimmy Wopo მოკლეს.

მედიის ცნობით, სმარტის ავტომობილს გამვლელი მანქანიდან ესროლეს. მუსიკოსი და კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეპერი გარდაიცვალა.

21 წლის შემსრულებლის მენეჯერმა Facebook-ში მისი სიკვდილი დაადასტურა. „მე დღეს დავკარგე ძმა  და ეს ყველაზე საშინელი შეგრძნება ამ ქვეყნად“, -წერს ის.

გუშინ ფლორიდაში მოკლეს რეპერი XXXTentacion (ნამდვილი სახელი ჯასეი დუეინ ონფროი). დამნაშავეებმა მას ავტომობილში ესროლეს. ონფროი საავადმყოფოში გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე