ბრიტანეთის სამეფო ოჯახში პირველი ერთნაირსქესიანთა ქორწინება გაიმართება(ფოტო)

საქართველო, თბილისი - 11:44 | 19.06.2018
ნანახია: 896

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში პირველი ერთნაირსქესიანთა ქორწინება გაიმართება. დედოფალ ელისაბედ მეორის ბიძაშვილი ლორდი ივან მაუნტბატენი თავის რჩეულ ჯეიმს კოილზე ქორწინდება. იუწყება Daily Mail-ი.

ორი წლის წინ ელისაბედ მეორის 55 წლის ბიძაშვილმა ჰომოსექსუალობა აღიარა. ამ ნაბიჯზე ის იმის გამო წავიდა, რომ კოილთან ყოფნის შესაძლებლობა ჰქონოდა. მამაკაცებმა ერთმანეთი შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტ ვერბიეში გაიცნეს.

ეს ლორდისთვის მეორე ქორწინება იქნება. ის 16 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო პენელოპა ტომპსონზე. მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ. წყვილი ერთმანეთს 2011 წელს გაშორდა.

ქორწინება ლორდის მამულში დევონში ამ ზაფხულს გაიმართება. გავრცელებული ცნობით, ლორდის უახლოესი ნათესავები პრინცი ედვარდი და მისი მეუღლე სოფი, ღონისძიებას არ დაესწრებიან.

საკურთხეველთან ივანს მისი ყოფილი ცოლი მიიყვანს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყოფილ ქმარს მხარს უჭერდა.

ივანისა და მისი მომავალი მეუღლის თქმით, ქორწილში მათ სმოკინგები არ ეცმევათ და არც პირველ ცეკვას შეასრულებენ. ტორტის ნაცვალდ კი სტუმრები ყველს გაჭრიან.

lord18092016 1

ლორდი ივან მაუნტბეტენი და პენელოპა ტომპსონი

 

pre pre pervaya veselaya svadba v korolevskoj seme

ჯეიმს კოილი (მარცხნივ), პენელოპა (შუაში), ივან მაუნტბეტენი (მარჯვნივ)

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე