კინოსტუდიამ დათვის მიერ ლეონარდო დი კაპრიოს გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო

საქართველო, თბილისი - 14:05 | 02.12.2015
ნანახია: 2194

კინოსტუდია 20th Century Fox-მა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ფილმში ”გადარჩენილი” სიუჟეტის მიხედვით ლეონარდო დი კაპრიოს გმირს დათვი აუპატიურებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ სურათი ნამდვილად შეიცავს ექშენ-სცენას, სადაც ცხოველი თავს ესხმის მთვარ გმირს.

კინოკრიტიკოსების თქმით, კადრები რომელიც ინტერნეტით გავრცელა, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რამაც გაუპატიურების შესახებ ხმების გავრცელება გამოიწვია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დათვი მდედრია და ის თავისი შვილების ხიფათისგან დაცვას ცდილობს.

დი კაპრიოს თქმით, აღნიშნული სცენა მის კარიერაში ურთულესი აღმოჩნდა.

ფილმის რეჟისორია ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. მასში მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მონადირის - ჰიუ გლასის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ნადირობისას თავს დათვი დაესხმება. თანამგზავრები ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს მიატოვებენ, თუმცა გლასი გადარჩება და იმ ადამიანების ძებნას დაიწყებს, რომლებმაც მას უღალატეს.

ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ლეონარდო დი კაპრიოს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ. მსახიობი 2016 წლის ოსკარის პოტენციურ გამარჯვებულთა რეიტინგში პირველ ადგილზეა.

დი კაპრიო ოსკარზე „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ ნომინაციაში 5-ჯერ იყო წარდგენილი, თუმცა სანუკვარი ოქროს ქანდაკების მოპოვება დღემდე ვერ შეძლო. ფილმის პრემიერა 2016 წლის იანვარშია დაგეგმილი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე