თურქეთ-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობები საქართველოზეც მოახდენს გავლენას.

საქართველო, თბილისი - 14:01 | 02.12.2015
ნანახია: 1450

 

თურქეთ-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობები საქართველოზეც მოახდენს გავლენას. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთიერთობები ტრანზიტს შეამცირებს.

„დაძაბულობა არ აწყობს არც საქართველოს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იქნება, როგორც თურქეთის, ასევე რუსეთის ეკონომიკისთვის. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბება და ჩვენი ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელები შეძლებენ შეთანხმებას. ჩვენთვის ამ ყველაფერს შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით ქონდეს გავლენა, ეს უპირველეს ყოვლისა არის ტრანზიტის შემცირება რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით და თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით. გარდა ამისა შესაძლოა ჩვენ სხვა მიმართულებები გაგვეხსნას და გავიტანოთ სასურსათო პროპდუყქცია რუსეთის ბაზარზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მშვიდობის ფასი არაფერია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია ამ სახელმწიფოებმა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს“, აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე