ნიდერლანდებში ფურგონის მძღოლი, რომელმაც ქვეითებს გადაურა, დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 14:00 | 18.06.2018
ნანახია: 738

ნიდერლანდების ქალაქ ლანდგრააფში პოლიციის თანამშრომლებმა ფურგონის მძღოლი დააკავეს, რომელმაც Pinkpop-ის ფესტივალზე ადამიანთა ჯგუფს გადაუარა.

მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის მიზეზები დგინდება.

დღეს დილით, მიკროავტობუსმა ქვეითებს გადაუარა. ინციდენტის შემდეგ მძღოლი მიიმალა. თუმცა როგორც აღვნიშნეთ ის უკვე დაკავებულია.

Pinkpop-ის  როკ-მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე