ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.06.2018
ნანახია: 889

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე