თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და 6 ავტომობილი დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 18.06.2018
ნანახია: 893

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 6 ავტომობილი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე