მოლოდინი მაქვს, ადრე თუ გვიან ჩემი შვილის წამებაში დამხმარე პირები დაისჯებიან - გიორგი ტატუნაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:51 | 15.06.2018
ნანახია: 769

ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა. მაგრამ მოლოდინი მაქვს. ადრე თუ გვიან დაისჯებიან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

როგორც ის განმარტავს, მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება, რადგან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანი გამოძიების პროცესს დადებითად აფასებს. 

"ბრალდებულები არიან გურწიევი და ტაბოევი, რომლებიც არიან სამართალდამცავი და უშიშროების დაწესებულებების წარმომადგენლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს არიან პირები, რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ ორ პირს. ასევე ისინი არიან წამებაში დამხმარენი, რომლებმაც გადასცეს ცხინვალის სამართალდამცავ ორგანოებს საწამებლად არჩილ ტატუნაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდა და გამოძიებამ ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და მიაყენეს 100-მდე დაზიანება', - აცხადებს ავალიანი. 

მცხეთის სასამართლოში ამ წუთებში ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე