სააკაშვილის განცხადება იყო სექსისტური და შეურაცხმყოფელი - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 15.06.2018
ნანახია: 824

რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ვერ გეტყვით აირჩევს თუ არა მეზვრიშვილი სამართლებრივ გზას, თუმცა მას შეუძლია იდავოს სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება იყო სექსისტური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი.

„ნათია მეზვრიშვილი, რომელიც არის ნამდვილი პროფესიონალი და თავდადებული საჯარო მოხელე, არ ეკუთვნის ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ბუნებრივია ასეთი ფრაზები არც ერთი ადამიანის მიმართ არ შეიძლებ იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ვერ გეტყვით აირჩევს თუ არა მეზვრიშვილი სამართლებრივ გზას, თუმცა მას შეუძლია იდავოს სასამართლოში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ნათია მეზვრიშვილზე დაწერა, რომ „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე