ტრამპის მხრიდან ტრიუდოზე თავდასხმის შემდეგ კანადელებმა ამერიკულ პროდუქტებს ბოიკოტი გამოუცხადეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 15.06.2018
ნანახია: 694

ბევრმა კანადელმა ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს გამწვავებული უთანხმოების გამო ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა და აშშ-ში მოგზაურობაზე უარი თქვა.

ტარმპის ადმინსიტრაციასა და კანადის მთავრობას შორის უთანხმოება ბოლო დროს დაიძაბა, როდესაც ტრამპმა კანადა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებსაც ფოლადსა და ალუმინზე გადასახდები გაუზარდა.

გასულ კვირას ტრამპმა ღიად გააკრიტიკა ჯასტინ ტრიუდო და ის აშშ-ის წინააღმდეგ უსამართლო სავაჭრო ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა.

მედიის ცნობით, კანადელებმა უარი თქვეს ამერიკულ პროდუქტებზე: კალიფორნიულ ღვინოზე, ფლორიდულ ფორთოხალზე, კენტუკის ბურბონზე. მათ ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს ამერიკულ ბრენდებს: Starbucks-ს, Walmart-სა და McDonalds-ს.

ბოლო რამდენიმე დღეა პატრიოტული განწყობების გაძლიერება შეინიშნება“, - განაცხადა ტრიუდომ ფერმერების ერთ-ერთ ღონისძიებაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე