ბრიტანეთში ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 15.06.2018
ნანახია: 667

ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც ქალაქ ბერიში ტერაქტს ამზადებდნენ. ორი მამაკაცი თვითნაკეთი ბომბის აფეთქებას აპირებდა.

პოლიციაში შეტყობინება მამაკაცისგან შევიდა, რომელიც დაკავებულებისთვის ბინას აქირავებდა. ის მათთან მივიდა, რათა ქირის გადახდა შეეხსენებინა და აღმოაჩინა პლასტმასის ყუთები, იქვე იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროიარაღაბი. იუწყება The Sun-ი.

ჩხრეკის დროს პოლიციელებმა აღმოაჩიენს დანები, ნიღბები, საბრძოლო აღჭურვილობა და პროპაგანდისტული ლიტერატურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე