ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 12:19 | 15.06.2018
ნანახია: 766

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ის უწყებაში რამდენიმე წუთში გამოცხადდება. 

სარალიძეს საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. 

ცნობისთვის, პირვველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არასულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე