ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ძვირფასი ქვების წვიმა წამოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 15.06.2018
ნანახია: 4267

ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის შედეგად, რომელიც უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს, ძვირფასი ქვების წვიმა წამოვიდა. როგორც Daily Mail-ი წერს, ადგილობრივი მოსახლეობა ქვებს ქუჩებსა და სანაპიროებზე პოულობს.

კუნძულის მოსახლეობა წვრილ მწვანე ფერის ოლივინებს კილაუეას პატარა ქვებს უწოდებს. მათი თქმით, ჰავაიზე ქვების ნამდვილი წვიმაა.

ის, რომ ქვები ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა, ჰავაის უნივერსიტეტის გეოლოგი შერილ განსეკიც ადასტურებს.

აღნიშნულია, რომ მაღალი ხარისხის ოლივინის ერთი კარატის ღირებულება 450 დოლარს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე