მაკრონს Brexit-ის შემდეგ ევროკავშირის ძირითად ენად ფრანგულის დაბრუნება სურს

საქართველო, თბილისი - 11:41 | 15.06.2018
ნანახია: 881

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ძირითად ენად ფრანგულის შემოღება სურს. წერს Wall Street Journal-ი.
როგორც გამოცემა განმარტავს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის ძირითადი ენა ინგლისურია. დოკუმენტების 80 პროცენტზე მეტი ინგლისურ ენაზე მზადდება, ფრანგულ და გერმანულ ენებზე დოკუმენტების 5 და 2 პროცენეტი იწარმოება.

 ევროკავშირის სკოლებში 80 პროცენტზე მეტი ბავშვი და ევროპის სკოლების 95 პროცენტზე მეტი მოსწავლე ინგლისურ ენას, როგორც პირველ უცხოურ ენას სწავლობს. თუმცა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ის ოფიციალურად ორ ქვეყანაში - ირლანდიასა და მალტაში დარჩება, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 1,2 პროცენტი ცხოვრობს.

ამ დროისთვის ინგლისური ენა ევროკავშირის მოსახლეობის 12,8 პროცენტისთვის არის ოფიციალური.

ამ გარემოებებში საფრანგეთის პრეზიდენტს სურს ფრანგული ევროკავშირის ძირითადი ენის პოზიციაზე დააბრუნოს, როგორც 1973 წლის კავშირში დიდი ბრიტანეთის გაწევრიანებამდე იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე