თეთრ სახლში ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ

საქართველო, თბილისი - 11:10 | 15.06.2018
ნანახია: 740

აშშ-ის პრესმდივანი სარა სანდერსი უარს აცხადებს კომენტარი გააკეთოს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "დიდი შვიდიანის" შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერებთან განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.

სანდერსმა ამბობს, რომ არ არის საქმის კურსში ტრამპის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. „ვიცი, რომ ამაზე წერენ, თუმცა მე ვერ გავაკეთებ კომენტარს პირად დისკუსიებთან დაკავშირებით, რომელშიც მე არ მიმიღია მონაწილეობა“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ მას არ გააჩნია ამის შესახებ არანაირი ცნობა. 

მანამდე ინტერნეტ პორტალი „BuzzFeed News“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპმა განაცხადა დიდი შვიდიანის სამიტის ფარგლებში, რომ ყირიმი ეს რუსეთია, რადგან მისი ყველა მაცხოვრებელი რუსულად მეტყველებს.

როგორც პორტალი აღნიშნავს, გაუგებარია ეს იყო ტრამპის მორიგი გასროლილი ხუმრობა, თუ ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ის მიმდინარე შიდა პოლიტიკას ელოდება კარდინალური ცვლილებები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე