ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა - BuzzFeed News-ი

საქართველო, თბილისი - 10:36 | 15.06.2018
ნანახია: 784

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდიანის შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერებთან განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. იმიტომ, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს. წერს ინრტერნეტ მედია კომპანია "BuzzFeed News" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

ასევე მედიაზე დაყრდნობით ტრამპმა ეჭქვეშ დააყენა მხარდაჭერა, რომელსაც დიდი შვიდიანის ქვეყნები უწევენ უკრაინას და განაცხადა, რომ „უკრაინა - ეს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში“.

წყარო აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენრტში გაურკვეველია, იყო თუ არა ეს განცხადებები პრეზიდენტის „გადმოსროლილი ხუმრობა“ თუ ეს „აშშ-ის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის რადიკალურ სიგნალს ასახავდა".  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე