მდინარე ჭოროხში ჩარჩენილი 14 წლის ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს
საქართველო, თბილისი - 16:16 | 14.06.2018 ნანახია: 1125
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ტაოს ქუჩაზე არსებული პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 წლის ბიჭი მდინარე ჭოროხის კალაპოტზე გავიდა და ცოტა ხნის წინ, მდინარის მოულოდნელად მოვარდნის გამო ყოველი მხრიდან წყლის გარემოცვაში აღმოჩნდა. "ბათუმელების" ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ახლახან ის სამაშველო სამსახურმა ნაპირზე გამოიყვანა.
როგორც გამოცემა წერს, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან, დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე ჭოროხი ყოველდღიურად საათობით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება. მდინარის გადაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წყალი აღარ რჩება.
დამშრალი კალაპოტი მდინარის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ხშირად არის გასართობი ადგილი. სავარაუდოდ, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
ეს არც ისე უსაფრთხოა, რადგან წყლის გამოშვების შემთხვევაში, ადგილი აქვს მდინარის მოულოდნელ და ელვისებურ მოვარდნას. ამ დროს კი მდინარის კალაპოტში ღრმად შესული ადამიანი, გამოსვლას ვეღარ ასწრებს.
მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ.
ხმოვანი შეტყობინების დამონტაჟება იმას გულისხმობს, რომ თურქულმა მხარემ კაშხლებიდან მდინარის გამოშვებამდე ხმოვანი სიგნალით წინასწარ შეატყობინოს ქართულ მხარეს წყლის გამოშვების შესახებ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა