მარნეულის მერს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 14.06.2018
ნანახია: 1039

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 

აბაზოვის ადვოკატის, ზვიად ასათიანის განცხადებით, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს. 

რაც შეეხება დანაშაულის აღიარებას, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. 

პროკურატურა წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს.

მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე