ანჯელინა ჯოლიმ, შესაძლოა, შვილებზე მეურვეობა დაკარგოს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 13.06.2018
ნანახია: 1241

მსახიობ ანჯელინა ჯოლის სერიოზული მიზეზი აქვს მღელვარებისთვის. საქმე იმაშია, რომ მოსამართლემ ვარსკვლავი შვილებზე მეურვეობის შესაძლო დაკარგვის შესახებ გააფრთხილა.

მოსამართლემ მოითხოვა, რომ ანჯელინამ გადახედოს ბავშვებისა და მათი მამის ბრედ პიტის შეხვედრების გრაფიკს. ამჟამად წყვილი განქორწინების პროცესში იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებზე მეურვეობა პიტის გადაეცემა.

ეს ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ ამ ზაფხულს ჯოლიმ ლონოდნში უნდა იმუშაოს, სადაც მიმდინარეობს „მალეფისენტის“ გაგრძელების გადაღება. მსახიობს თან შვილების წაყვანაც სურს, მაგრამ პიტი თანახმა არ არის, რადგან თავისი სამუშაოს გამო მას აშშ-ის დატოვება არ შეუძლია. ჯოლიმ პიტის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც ბრედმა სასამართლოს მიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე