ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 15:52 | 13.06.2018
ნანახია: 820

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან სამქეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში თავად სარალიძე აქვეყნებს. 

"გადადგა ნაბიჯი როგორც იქნა შ.ს.ს.-მ.16.00 საათზე დამიბარეს დაკითხვაზე ორთაჭალაში", - წერს სარალიძე.

სავარაუდოდ, ის უწყებაში ხელახალი გამძოიების ფარგლებში ჰყავთ დაბარებული

ცნობისთვის, პირვველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

რასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე