ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 19:28 | 12.06.2018
ნანახია: 1160

„მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენლობა ჩინეთში, ქ. შანხაიში 8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. ოფისის გახსნის ცერემონიალს კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ესწრებოდნენ, ღონისძიებას დაესწრო ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი.

მოწვეულ სტუმრებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ და მთავარმა მეღვინემ ვლადიმერ კუბლაშვილმა „მეღვინეობა ხარებას“ მიმდინარე მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ჩინეთის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან, რაც ქართული ღვინის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე