ჯასთინ ტრიუდომ შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდება - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 17:53 | 12.06.2018
ნანახია: 882

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასთინ ტრიუდომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდება.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შესახებ პრეს-კონფრენციაზე კანადის ლიდერის  შეფასების კომენტირებისას გააკეთა.

 „მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს შეცდომაა, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასთინ ტრიუდომ ტრამპის სინგაპურში გაფრენის შემდეგ განაცხადა, რომ კანადისთვის ამერიკული გადასახადები შეურაცხმყოფელია და დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს.

აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბედნიერები იყვნენ სამიტის ბოლო დღეს, რომელიც 9 ივნისს დასრულდა.

 „შემდეგ კი (ტრიუდომ) რაღაც შეურაცხმყოფელი თქვა “, - განმარტა ტრამპმა.

 „შეურაცხმყოფელი გამონათქვამისა“ და ტრამპის მუქარის  მიუხედავად, ამერიკის ლიდერმა  აღნიშნა, რომ ტრიუდოს მიმართ მაინც კარგი დამოკიდებულება აქვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე