საფრანგეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 17:36 | 12.06.2018
ნანახია: 827

საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებელი  რელსებიდან გადავიდა.

ინციდენტი ესონის დეპარტამენტში მოხდა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რელსებიდან შემადგენლობის სამი  ვაგონის გადასვლის მიზეზი გრუნტის ჩამოშლა გახდა, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რკინიგზის მოცემულ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე